Home
Category
TV Live Menu

"რა ხდება საპენსიო აქტივების გაუფასურების შემთხვევაში"

5a8befbdc65e4
თელარა გელანტია
20.02.18 13:49
714
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, „დაგროვებითი საპენსიო სისტემის სქემას ალტერნატივა არ აქვს და კანონპროექტს მხარი უნდა დავუჭიროთ“.

ამის შესახებ კოვზანაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის-პროექტის განხილვის შემდეგ განაცხადა და კომიტეტის წევრებს კანონპროექტთან დაკავშირებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შენიშვნები და მოსაზრებები გააცნო.

კოვზანაძის განცხადებით, მთავრობამ, პარლამენტმა და ეროვნულმა ბანკმა ერთად, კოორდინირებულად უნდა იმუშაოს.

„ჩვენ გვაქვს მოსაზრებები კანონპროექტთან დაკავშირებით. რა ხდება საპენსიო აქტივების გაუფასურების შემთხვევაში და როგორ იქნება ეს დაზღვეული. მე მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ყველამ, მთავრობამ, პარლამენტმა, ეროვნულმა ბანკმა უნდა ვიმუშაოთ ერთად. მნიშვნელოვანია, ასევე საპენსიო თანხების განთავსების საკითხი, თუ სად მოხდება მათი განთავსება. როდესაც ეროვნული ბანკის ორგანულ კანონზე ვმუშაობდით, იქ გარკვევით გვიწერია, თუ სად ხდება ქვეყნის მთავარი რეზერვების განთავსება. ჩვენ აქაც უნდა მივაღწიოთ კონსენსუსს და ეს უნდა იყოს პარლამენტის კონტროლის ქვეშ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მესამე საკითხი რაზეც კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა, ეხება საპენსიო ასაკს მიღწეულ მოქალაქეებს, რომელთაც ექნებათ სურვილი გააგრძელონ მონაწილეობის მიღება რეფორმით შემოთავაზებულ სქემაში.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კომიტეტის შენიშვნები ასევე ეხება ფონდის ხარჯებს, ხარჯების ლიმიტს, „შენიშვნებს ჩვენ გადავუგზავნით წამყვან კომიტეტს და მიმაჩნია, რომ ეს შენიშვნები გასათვალისწინებელია“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ცნობისთვის: კომიტეტმა განხილულ კანონპროექტს შენიშვნების გათვალისწინებით უყარა კენჭი და მხარი დაუჭირა.

Subscribe to our news

Get the main news of the day