Home
Category
TV Live Menu

რადიო "თბილისმა" მარეგულირებელ კომისიას სარჩელი მოუგო

5a96b3919170e
თამუნა დემეტრაშვილი
28.02.18 17:49
966
რადიო "თბილისმა“ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სარჩელი მოუგო. საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მარეგულირებელმა FM რადიო სიხშირეზე თავისივე გამოცხადებული კონკურსი ჩაშალა. რადიო "თბილისი“ კონკურსის ჩაშლას აპროტესტებდა, რაც საქალაქო სასამართლომაც გაიზიარა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარეგულირებელმა საკითხი ხელახლა უნდა შეისწავლოს. როგორც bm.ge-ს რადიო "თბილისის“ წარმომადგენელმა რამაზ სამხარაძემ განუცხადა, ისინი ელოდებიან რომ კომისია რადიოსიხშირის ლიცენზიას ამჯერად მაინც მიაკუთხვნებს მათ. საუბარია ბათუმში ადგილობივ მაუწყებლობაზე, სიხშირეზე FM 97,3.

Subscribe to our news

Get the main news of the day