Home
Category
TV Live Menu

Radisson-ის საშუალო ფასი თბილისში 67.6%-ით, აღემატება აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების ფასს

596cba0a405fd
BM.GE
17.07.17 17:21
888
"სხვა ქალაქებთან შედარებით მაღალი ფასების მიუხედავად, თბილისის მაღალი კლასის საერთაშორისო სასტუმროებში ოთახების უმეტესობა ზაფხულის თვეების განმავლობაში დაჯავშნილია“, - წერს G&T ტურიზმის სექტორის მიმოხილვაში.

Booking.com-ს მონაცემების მიხედვით, თბილისში მაღალი კლასის საერთაშორისო სასტუმროების სეგმენტში ყველაზე მაღალი ფასებით Radisson Blu Iveria და Biltmore გამოირჩევიან. G&T-ის ინფორმაციით, აღნიშნულ სასტუმროებში ფასები საშუალოდ 637 ლარიდან 775 ლარამდე მერყეობს ივლისისა და აგვისტოს თვეებში, მაშინ როცა Hualing Hotels & Preference და Tbilisi Marriott-ის ფასები 479-574 ლარის ინტერვალშია. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო „ამბასადორი“, ადგილობრივი 5- ვარსკვლავიანი ბრენდი, ერთ-ერთ ყველაზე ძვირ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს (624-773 ლარი ივლისი-აგვისტოს განმავლობაში).

საშუალო კლასის საერთაშორისი ბრენდული სასტუმროების სეგმენტში ფასები მერყეობს 271 ლარიდან 501 ლარამდე, ხოლო ყველაზე ძვირ ფასებს აღნიშნულ სეგმენტში Holiday Inn და Courtyard Marriott აწესებენ.

საერთაშორისო სასტუმროების ფასები თბილისში შესამჩნევად მაღალია სხვა ქალაქებში იგივე ბრენდის შესადარი სასტუმროების ფასებზე. მაგალითად, Radisson Blu-ს საშუალო დღიური ფასი თბილისში ივლისში 67.6%-ით, ხოლო აგვისტოში 79.1%-ით აღემატება აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების სხვა ქალაქებში შესადარი მაჩვენებლების მქონე Radisson Blu-ს სასტუმროების ფასებს. ფასებში ასეთი განსხვავებები მიუთითებს თბილისში ბრენდული სასტუმროების ნაკლებობაზე, თუმცა ეს გარემოება ჩვენი აზრით დროებითია. დაგეგმილი პროექტების გრძელი სიაა თბილისში, მათი ეტაპობრივად დასრულება და ბაზარზე მიწოდების გაზრდა კი ზეწოლას მოახდენს ფასებზე და შესადარი ქალაქების მაჩვენებლებთან დაახლოვებს მათ.


Subscribe to our news

Get the main news of the day