ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დამატებით 1700 სასტუმრო ნომერი განთავსდება, - აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ჯამში 520 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. როგორც მინისტრმა „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, 5 საინვესტიციო წინადადებაა მიღებული გმირთა ხეივნის ტერიტორიაზეც, რომლის განვითარებაც აჭარის მტავრობამ გასულ წელს დაიწყო.
"საინვესტიციო პროცესი საკმაოდ აქტიურ ფაზაშია. ახალი ბულვარის ტერიტორიაზე 520 მილიონის ინვესტიცია ხორციელდება, აქედან 110 მილიონი ლარის ინვესტიცია უკვე განხორციელებულია და 2000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, დამატებით 1700 სასტუმრო ნომერი შეემატება ქალაქს. ხმირთა ხეივანში კი ჯამში 51 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება, საიდანაც 450 ნომრამდე სასტუმრო გვექნება", - აცხადებს ბოლქვაძე. მისივე თქმით, მიმდინარეობს სქემის დამუშავება, რომლითაც სასტუმროებისთვის სეზონური გადასახადის შემოღება იქნება შესაძლებელი.