Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რამდენად გვიცავს კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტივირუსული სავლები?

BM.GE
12.10.21 12:57
403
საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია საშუალება, რომელიც ალბათობას იმისა, რომ ვირუსი შეიძლება დაგვემართოს მნიშვნელოვნად ამცირებს. ვსაუბრობ გლიპერაზე, რომელიც ქართული წარმოებისაა და გამოიყენება პირის ღრუსა და ხახაში მიკრობების: ვირუსების, ბაქტერიების და სოკოების რაოდენობის შესამცირებლად. ესაა დამატებითი დაცვის მექანიზმი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანის დაავადების ალბათობას სხვადასხვა მიკრობებით და იგულისხმება არა მხოლოდ კორონა, არამედ სეზონური გრიპის წინააღმდეგაც ეფექტურია. საშუალება უკვე დაიტესტა ინდოეთში, კერძოდ ბანგალორის უნივერსიტეტში, Covid-19 ის დელტა შტამის წინააღმდეგ და მან 100 % -იანი ეფექტურობა აჩვენა. მისი გამოყენება მიზანშეწონილია კონტაქტების შემდგომ, რომლის დროსაც არსებობს Covid-19-ის ვირუსით დაავადების რისკი. ყოველშემთხვევაში ეპიდემიის რომელი ტალღაც არ უნდა იყოს, ეს სავლები დაგვეხმარება რომ მწარედ და მტკივნეულად არ დაგვარტყას მან, რაც 2021 წლის ზაფხულის პერიოდში მოხდა. მალე გამოჩნდება ბაზარზე სპრეიც. მანამდე კი გავარკვიოთ, რამდენად შეიძლება მისი გამოყენება ბავშვებში, რა სიხშირით და რამდენად ეფექტურია?

სტუმარი: ვახო ფავლენიშვილი - კომპანია "ძალა", გენერალური მენეჯერი.

Subscribe to our news

Get the main news of the day