1 ივნისს ძალაში კანონი გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ უნდა შევიდეს, საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და გარემოსდაცვის მნიშვნელობასთან ერთად ბიზნესს სხვა მხრივაც ბევრ საფიქრალს უჩენს. პრობლემა განსაკუთრებით რუსთავში ბაზირებული საწარმოებისთვსი არის, უფრო სწორად ამ რაიონში ბევრი ასეთი ბიზნესია თავმოყრილი ვისთვისაც განახლებული კანონის ამოქმედება შესაძლოა გაჩერებასაც ნშნავდეს. სწორედ ამ საკითხის მნიშვნელობიდან და მასშტაბიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და კანონის აღსრულების ეფექტურ გზებზე ისაუბრეს.