Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რამდენად რეალისტურია ივლისიდან ინფლაციის 3%-იან ნიშნულზე ჩამოსვლა?

BM.GE
30.03.23 12:04
154
ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, 2023 წლის მეორე ნახევარში ქვეყანაში ინფლაცია სავარაუდოდ 3%-ზე დაბალი იქნება, თუმცა, ოპტიმისტური სცენარის მიუხედავად, გუშინდელ მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 11%-ზე დატოვა. ეროვნული ბანკის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ მთლიანად ინფლაციის დონე თებერვალში 8.1%-მდე შემცირდა, კვლავ მაღალი რჩება ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების ინფლაცია, რაც 13.8%-ს შეადგენს.

„არსებული პროგნოზით, მათ შორის საბაზო ეფექტისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო, წლიური ინფლაცია მნიშვნელოვან შემცირებას გააგრძელებს და სავარაუდოა, რომ წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ დონეზე დაბალი იქნება, რაც გრძელვადიანი მოლოდინების მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს,"- ნათქვამია სებ-ის გადაწყვეტილებაში.მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 10 მაისს ჩატარდება.

სტუმარი: მიხეილ კუკავა - IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ;

Subscribe to our news

Get the main news of the day