Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რამდენად რეალურია თბილისში ტრამვაის აღდგენა?

BM.GE
19.07.23 23:25
47
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MOTT MACDONALD-ის წარმომადგენელი ამბობს, თბილისის მეტროს განვითარებას, რომელიც ძვირი ჯდება, მიწისზედა ტრანსპორტის განვითარება ჯობია, რომელიც ბევრად უფრო ხარჯთეფექტიანია. მარკ სელინი თბილისში ტრამვაის ქსელის განვითარების შესაძლებლობაზე საუბრობს. bm.ge-იმ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს ვიქტორ წილოსანს ჰკითხა, მოხსნილია თუ არა ტრამვაის საკითხი დღის წესრიგიდან. მისი თქმით, დედაქალაქში ტრამვაის დამატების საკითხი დღის წესრიგიდან არასდროს მოხსნილა, თუმცა ჯერჯერობით უპირველესია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი დერეფნები სრულად შეიქმნას. წილოსანის განმარტებით, უახლოესი 5 წლის პერსპექტივაში დედაქალაქში ტრამვაის დამატების საჭიროება არ დგას.

Subscribe to our news

Get the main news of the day