Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რამდენი ჰესი ამუშავდა 2013-2022 წლებში? - მიმოხილვა

BM.GE
25.11.22 17:00
130
ოქტომბერში საქართველომ 6 მლნ დოლარის ელექტროენერგია იყიდა. საქსტატის თანახმად, იმპორტი ძირითადად რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელდა. აღსანიშნია, რომ საქსტატის მონაცემებით, 10 თვეში საქართველომ უკვე იყიდა 41 მლნ დოლარის ელექტროენერგია. საიმპორტო ქვეყნებია რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. თითქმის ნახევარი - 20 მილიონის ელექტროენერგიაა იმპორტირებული რუსეთიდან. საქსტატის ინფორმაციითვე, ბოლო ხუთ წელიწადში ქვეყნიდან ელექტროენერგიის იმპორტისთვის 300 მლნ დოლარზე მეტი გავიდა. რაც შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტს, აღსანიშნია, რომ 2022 წლის 10 თვეში იმაზე მეტი ელექტროენერგია გავყიდეთ, ვიდრე გასულ ოთხ წელიწადში ერთად. კერძოდ, საქსტატის თანახმად, იანვარ-ოქტომბერში ექსპორტირებულია 84 მლნ დოლარის ელექტროენერგია, საიდანაც 80 მლნ-ზე მეტი უშუალოდ თურქეთში გავყიდეთ.

Subscribe to our news

Get the main news of the day