Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რამდენი მლნ ლარის „ჭარბი ყურძენი“ იყიდა მთავრობამ 2015-2020 წლებში?

BM.GE
28.06.21 23:17
432
საქართველოს მთავრობას მის საკუთრებაში არსებული ათასობით ტონა საღვინე მასალის და საბრენდე სპირტის გაყიდვა უჭირს - ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, სადაც დღეს უშედეგოდ დასრულდა 104 აუქციონი, რომლითაც 5.9 მილიონ ლარად 810 ათასი ლიტრი ღვინო, მათ შორის 186 ათასი ლიტრი ხვანჭკარა, 542 ათასი ლიტრი ალექსანდრეულ-მუჯურეთული და 70 ათასი ლიტრი ოჯალეში იყიდებოდა. აუქციონზე ასევე გამოტანილი იყო 9.5 ათასი ლიტრი ცოლიკაური და 2.5 ათასი ლიტრი უსახელოური. ეს ბოლო 2 თვის განმავლობაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ღვინის უკვე მეოთხე აუქციონია. წინა სამ აუქციონზეც სარეალიზაციოდ გამოტანილი ღვინის მნიშვნელოვანი ნაწილი არ გაიყიდა. დაბალი მოთხოვნის გამო, სახელმწიფომ სარეალიზაციოდ განკუთვნილი ღვნის ღირებულება 44%-ით შეამცირა. ბიემჯის მთავარი რედაქტორი თელარა გელანტია შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში... თემით რა გვიჯდება გადასახადის გადამხდელებს რთველის სუბსიდირება, ვგულისხმობთ არა - პირდაპირ სუბსიდირებას, როცა სახელმწიფო თითო კილოგრამზე გარკვეულ თანხას უმატებს ფერმერს, არამედ იმ სიტუაციას, როდესაც ღვინის კომპანიებს არ აქვთ ყურძნის შესყიდვის საჭიროება და მთავრობა იძულებულია, სახელმწიფო კომპანიების დახმარებით ჭარბი ყურძენი იყიდოს, შემდეგ კი ცდილობს, ღვინომასალა ან სპირტი აუქციონების გზით გაყიდოს.
 
 

Subscribe to our news

Get the main news of the day