Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რამდენი ობიექტი დაჯარიმდა პოლიეთილენის პარკების გამოყენებისთვის?

BM.GE
03.11.22 14:30
147
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მიმდინარე წელს, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების არ ქონის გამო 37 ობიექტი დააჯარიმა. მათ შორისაა, მსხვილი მაღაზიები, სავაჭრო ობიექტები და ქსელური სუპერმარკეტები. 

თავის მხრივ საწარმოების მონიტორინგს ახორციელებს გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურიც სადაც აცხადებენ, რომ მხოლოდ გასულ თვეში თბილისსა და რეგიონებში 28 ობიექტი შემოწმდა, საიდანაც 9 საწარმოში პლასტიკისა და არაბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ფაქტი გამოვლინდა. 

ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია ქვეყანაში 2019 წლის ივლისიდან აკრძალულია. ამასთან, 2022 წლის 1-ლი სექტემბრიდან შეფუთვისთვის განკუთვნილი პარკის იმპორტისას, პარკის მწარმოებლის, სისქისა და შემადგენლობის მითითებასთან ერთად, პარკზე დატანილი უნდა იყოს პროდუქტის დასახელება, რის შესაფუთადაა პარკი განკუთვნილი. რა სიხშირით ხდება მონიტორინგი და როგორია შედეგები?

სტუმარი: შოთა თუხარელი - თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განყოფილების უფროსი;

Subscribe to our news

Get the main news of the day