Home
Category
TV Live Menu

რამდენია "ბავშვთა სამყაროს" ზარალი?

5a0af023646e4
სალომე მეცხვარიშვილი
14.11.17 18:25
986
"ბავშვთა სამყაროს ზარალი 18 მილიონ ლარზე მეტია",- ამის შესახებ საქმის კურსს სავაჭრო ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჭავარიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის ის თანხა, რად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ დასკვნშია მოცემული.

მაჭავარიანის ინფორმაციით, შენობა დაზღვეულია, თუმცა, ზარალი მკვეთრად აღემატება სადაზღვევო თანხას. "ბავშვთა სამყარო" სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ 6 მილიონ ლარად არის დაზღვეული.

"ესეც იმიტომ გვქონდა დაზღვეული, რომ წვრილმანი შემთხვევების დროს არ დავღუპულიყავით. ჩვენს სიმართლეში ეჭვი არ გვეპარება და გვჯერა, რომ უნდა აგვინაზღაურონ ზარალი",- განაცხადა მაჭავარიანმა.

საქმის კურსი დაუკავშირდა თავად სადაზღვევო კომპანიასაც, თუმცა, მათ განგვიცხადეს, რომ ზარალი ჯერ დათვლილი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აღნიშნავენ, რომ საქმე პროკურატურას გადაეცა. პროკურატურისგან პასუხს საქმის კურსი ამ დრომდე ელოდება.

"ბავშვთა სამყაროში" ხანძარი მიმდინარე წლის 30 იანვარს მოხდა. შედეგად შენობა სრულად დაიწვა. განადგურდა ასობით მოვაჭრის ძვირფასეულობა და სხვა სავაჭრო საქონელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day