"რეიტინგები, რომელიც ქვეყანას ეძლევა წლიდან-წლამდე უმჯობესდება და პირდაპირ აისახება ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, თუ რამდენიმე წლის წინ ბიზნესის ამოცანა იყო ქვეყნასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ინვესტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება, დღეს ეს ასე აღარაა.
"ნებისმიერი პრეზენტაცია იწყებოდა იმით, რომ ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოა, დღეს ეს სათაური ჩვენს პრეზენტაცებში მოხსნილია. პირდაპირ მიდის საუბარი კონკრეტულ ბიზნეს გეგმებზე და ა.შ. ეს სწორედ იმის შედეგია, რომ საერთაშორისო რეიტინგები არის ყველასთვის ცნობადი. ეს ხელს უწყობს ქვეყნის წარმოჩენას საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.