Home
Category
TV Live Menu

რას აჩვენებს ბიზნესს FMCG ბაზრის განვითარების ტენდენცია?

BM.GE
09.05.23 16:21
95
სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო საქონლის ანუ FMCG სექტორის ზრდის ტემპმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. თიბისი კაპიტალის კვლევით, ბაზარი გასულ წელს 37%-ით გაიზარდა და 5.9 მლრდ ლარი შეადგინა, ზრდა განპირობებული იყო მოსახლეობის დანახარჯების მატებით, მაღალი ინფლაციით, ტურიზმის სწრაფი აღდგენით და მიგრანტების დანახარჯებით. გამოიკვეთა საინტერესო ტენდენციებიც. მიუხედავად ორგანიზებულ ბაზარზე არსებული მძაფრი კონკურენციისა ჯერ კიდევ არის გაფართოებისა და ახალი მოთამაშეების გამოჩენისა და ზრდის პოტენციალი. რას აჩვენებს რიტეილ ბიზნესს FMCG ბაზრის განვითარების ტენდენციები?

სტუმარი: მირანდა მანჯგალაძე - რიტეილ ექსპერტი;

Subscribe to our news

Get the main news of the day