Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას აშენებს „სიმეტრია“ შოვში?

BM.GE
25.07.23 19:08
71
მრავალწლიანი განხილვების შემდეგ გასული წლის ბოლოს შოვის განაშენიანების გენგეგმა დამტკიცდა, მთავარი გამოწვევა კი ამ ეტაპზე მისი აღსრულებაა. ერთ-ერთ მსხვილ პროექტს, რომლის განხორციელებაც ადგილზე ყაზახური ინვესტიციით იგეგმება, კომპანია "სიმეტრია" უზრუნველყოფს. 3 თვის წინ კომპანიაში აცხადებდნენ, რომ ამ ეტაპზე მესაკუთრეები მუშაობდნენ იმაზე, რომ შოვის განაშენიანება ერთი გეგმის მიხედვით მომხდარიყო. კომპანიაში ამბობენ იმასაც, რომ ტერიტორიაზე შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას საშუალოდ 8-წლიანი პერიოდი დასჭირდება, ჯამური ინვესტიცია კი მხოლოდ მათი მხრიდან 140$ მლნ იქნება.

აღსანიშნავია, რომ სამი ძირითად მესაკუთრე ტერიტორიის 45%-ს ფლობს, დანარჩენი 55% კი რამდენიმე ათეულ მესაკუთრეს შორის ნაწილდება . ამის მიღმა სახელმწიფოსთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების ეტაპი მიმდინარებს, რომ განვითარდეს ზოგადი ინფრასტრუქტურა.

სტუმარი: ირაკლი ბერეკაშვილი - დეველოპერული კომპანია „სიმეტრიას“ საინვესტიციო პროექტების მმართველი;

Subscribe to our news

Get the main news of the day