Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას აწარმოებს “ნოვა”?

BM.GE
13.09.21 13:08
334
გასული კვირის მიწურულს, სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია "ნოვამ" წარმოებული პროდუქციის პრეზენტაცია გამართა. 2006 წელს დაარსებული ნობა ზრდა განვითარებას არ აჩერებს. პანდემიურ რეალობაშიც 2020 – 2021 წელს კომპანიამ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით წარმოების მოდერნიზაციისა და გაფართოებისთვის კიდევ ერთხელ დამატებით 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

80-მდე საწარმო დანადგარი, 30 ათასი კვადრატი სასაწყობე ინფრასტრუქტურა და 400-ზე მეტი ქართული ნაწარმი - ეს კომპანია ნოვას მაჩვენებლებია, რომლის შექმნაც მათ 2011 წლიდან დღემდე შეძლეს. კომპანიამ პროდუქტის პრეზენტაცია ბათუმში, ადლიის დასახლებაში განთავსებულ წარმოებაში გამართეს, რომელსაც აჭარის მთავრობისა და მერიის, EBRD-ის, პარტნიორი ბანკებისა და პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენელბი ესწრებოდნენ.

სტუმარი: ედიშერ ხიმშიაშვილი - "ნოვა", გენერალური დირექტორი


Subscribe to our news

Get the main news of the day