Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას ცვლის ექიმებისა და ექთნების მინიმალური ანაზღაურების დაწესება კლინიკებისთვის?

BM.GE
08.02.23 11:29
107
2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა. ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით განისაზღვრა, რაც თვეში მინიმუმ 1260 ლარია, ექთნების მინიმალური ანაზღაურება კი საათში 4.4 ლარი უნდა იყოს, რაც თვეში მინიმუმ 792 ლარის ანაზღაურებას გულისხმობს. რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა შეეხება 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს. აღნიშნული ცვლილებების შედეგად, შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატი ფართოვდება. აღნიშნული უწყება ონლაინ გააკონტროლებს, რამდენად იცავენ კლინიკები ახალ მოთხოვნებს?

სტუმარი: მაია მახარაშვილი - "ჯანდაცვის ასოციაციის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

Subscribe to our news

Get the main news of the day