საინვესტიციო ბანკი Galt&Taggart მიმდინარე წელს ეკონომიკის 4.8%-იან ზრდას ელის. ორგანიზაციის მოლოდინი ტურიზმის გაზრდილ მაჩვენებლებს, ინვესტიციების ზრდას და მიგრაციის ეფექტს უკავშირდება. 2024 წლისთვის კი ზრდის პროგნოზი 5%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ზრდაზე მოქმედ უარყოფით ფაქტორებს - G&T-ში ელიან რომ შემცირდება მიგრანტებთან დაკავშირებული შემოსავლები, როგორც გზავნილების ასევე ტურიზმის მიმართულებითაც რაც 1%-ული პუნქტით იმოქმედებს ეკონომიკაზე შემცირების მიმართულებით. ამასთან ეკონომიკაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს მიგრანტების მიერ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების შესაძლო გადინება ქვეყნიდან - რაც 0.75 პროცენტული პუნქტით შეამცირებს ზრდას. უძრავი ქონების ბაზრის შემცირება კი ზრდას ასევე 0.75 პროცენტული პუნქტით შეამცირებს - რისკის გამართლების შემთხვევაში. პოტენციური მიგრაცია კი რუსეთიდან ზრდას 2.1 პროცენტული პუნქტით შეუწყობს ხელს.
განახლებული მიმოხილვის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ყველა შესაძლო რისკი რეალურ პრობლემად იქცევა ზრდა 1.2% იქნება, ხოლო ყველაზე დადებითი მოლოდინების გამართლდება მაშინ ეკონომიკური ზრდის პოტენციურად საუკეთესო შედეგი 6.9% შეიძლება იყოს. ამასთან ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში მოსალოდნელია რომ ლარი კვლავ გადააჭარბებს 3-იან ნიშნულს, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი 12-14%-მდე გაიზრდება. რაც შეეხება ინფლაციას - G&T-ში ელიან რომ მიმდინარე წლის საშუალო ინფლაცია 5.2% იქნება - რაც სამიზნე 3%-ზე მაღალია.
სექტორების მიხედვით გავშლით პროგნოზს რომელსაც თავი Galt&Taggart-ის გუნდა ბოლო განახლებულ ანგარიშში მოუყარა.
სტუმრები: ევა ბოჭორიშვილი - Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი;
ლაშა ქავთარაძე - Galt&Taggart-ის ეკონომისტი;
კახა სამყურაშვილი - Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი;