საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ და რითეილ ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმით შეთანხმებული თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთობლივ პროექტებსა და აქტივობებს დაგეგმავენ, რომელიც საქართველოში რითეილ სექტორის განვითარებასა და არსებული გამოწვევებზე საპასუხოდ იქნება მიმართული. ამ მიზნით, ასოციაციები ერთმანეთს საჭირო ინფორმაციასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.
ასევე, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში გაითვალისწინებენ ორივე მხარის ინტერესებს და საერთო მიზნებიდან გამომდინარე პარტნიორულ ურთიერთობებს გააძლიერებენ. რა მოიზარება თანამშრომლობასა და რითეილ სექტორის განვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებებში?
სტუმრები: ლაშა ლაბაძე - „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი;
სოფიო ქაშაკაშვილი - „საქართველოს რითეილ ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი.