რას გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ეროვნული ხედვა
BM.GE
05.03.18 17:27
• 1007
საქართველოს პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ეროვნული ხედვის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარმოადგინეს. ახალი დოკუმენტის წარდგენას მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უფრო დეტალურად რას გულისხმობს ახალი ხედვა და როგორ წარმოუდგენია მთავრობას თვითმმართველობების მეტი დეცენტრალიზაცია.