საქართველოში მოქმედი თამბაქოს რეალიზატორი კომპანიები ალტერნატიული ბაზრების მოძიების პროცესში არიან. ისინი თამბაქოს იმპორტისთვის ევროკავშირის წევრ და მეზობელ ქვეყნებს განიხილავენ. აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე თამბაქოს მარაგები აქვთ, რაც ბაზარზე პროდუქტის დეფიციტის შექმნის საფრთხეს გამორიცხავს, თუმცა მარაგების ამოწურვის შემდეგ ახალ ბაზრებზე გადაერთვებიან. ზოგიერთი ექსპერტი დაახლოებით ორ თვეში კი თამბაქოზე ფასის 20%-ით ზრდასაც არ გამორიცხავს.