ქალაქის ცენტრში, ქიაჩელის N15-ში ალბათ შენიშნავდით სრულიად გამორჩეული არქიტექტურის მქონე საცხოვრებელ კომპლექსს, რომელის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია. შენობა 11 სართულიანია, რომელიც ნაწილიც ქიაჩელის ქუჩაზე გამოდის, ნაწილი კი ტერასულად მდ.მტკვირის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით ეშვება. პროექტი მოიცავს როგორც საცხოვრებელ სახლებს, ისე საოფისე და კომერციულ ფართებსაც, მიწისქვეშა პარკინგს და გამწვანებულ ეზოს.