Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას ითხოვენ გერმანიაში გაფიცული ქართველი მძღოლები?

BM.GE
13.04.23 10:44
116
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ცნობით, უკვე მესამე კვირა დაიწყო, რაც გერმანიაში სატვირთო მანქანების 200-მდე, მათ შორის 50-მდე ქართველი, მძღოლი გაიფიცა. გაერთიანების ცნობით, ტრაილერების მძღოლებმა, ვინც დასაქმებული იყვნენ პოლონური კომპანიების გაერთიანებაში - “Lukmaz”, “Agmaz” და “Imperija”, მუშაობა აუღებელი ხელფასების გამო შეწყვიტეს. არიან მძღოლები, ვისთვისაც დამსაქმებელს რამდენიმე თვის დავალიანება აქვს დასაფარი. მძღოლები დახმარების თხოვნით საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას დაუკავშირდნენ. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თხოვნის საფუძველზე, ამ პროცესში სატვირთო ავტომობილის მძღოლებს მხარს უჭერენ გერმანიისა და ჰოლანდიის პროფკავშირები, ასევე, ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის (ITF) საგზაო ტრანსპორტის ზედამხედველობის გუნდი (RTDD).


სტუმარი: ირაკლი პეტრიაშვილი - საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე

Subscribe to our news

Get the main news of the day