დღეს პარლამენტში განახლებადი ენერგეტიკის განვითარების პრობლემები განიხილეს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის, სემეკის, სახელმწიფო ელექტროსისტემის და ენერგეტიკის განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა დარგის ძირითად გამოწვევებზე იმსჯელეს. თუმცა ამ სხდომამ დეპუტატების ყურადღება ვერ დაიმსახურა, რადგან კომიტეტის თავმჯდომარის გარდა, არც უმრავლესობისა და არც საპარლამენტო ოპოზიციის წევრები შეხვედრას არ ესწრებოდნენ. რა იყო მთავარი თემები?