Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას მოგვიტანს რუსულ ნავთობზე მზარდი დამოკიდებულება?

BM.GE
27.01.23 11:44
143
2022 წელს საქართველომ 1.33 მილიარდი დოლარის ღირებულების 1.33 მილიონი ტონა ნავთობი შეიძინა – . თანხობრივად იმპორტი 62%-ით გაიზარდა, რაც საწვავის გაძვირებით იყო განპირობებული, ხოლო რაოდენობრივად იმპორტი 5%-ით გაიზარდა. 

უმთავრესი ცვლილება რაც ბაზარზე მოხდა, რუსულ ნავთობზე გადასვლა იყო. 2022 წელს საქართველომ ნავთობპროდუქტების 47% ($623 მლნ) რუსეთის ფედერაციისგან შეიძინა. შედარებისთვის 2021 წელს იმპორტის მხოლოდ 16% მოდიოდა რუსეთზე. მის ნაცვლად კი საქართველო ნავთობს ძირითადად თურქმენეთისგან და რუმინეთისგან ყიდულობდა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ რუსული ნავთობის ღირებულება შეამცირა, რის გამოც საქართველოს ნავთობის იმპორტის სექტორმა ოკუპანტი მეზობლისგან შესყიდვები გაზარდა. 2022 წელს იმპორტის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ასე განაწილდა: 

● რუსეთი - ზრდა 361%
● რუმინეთი - ზრდა 88%
● თურქმენეთი - კლება -17%
● ბულგარეთი - ზრდა 1%
● აზერბაიჯანი - კლება -60%

2022 წელს ყველაზე მეტად - 60%-ით საქართველომ აზერბაიჯანული ნავთობის იმპორტი შეამცირა.

2022 წელს საქართველოს მიერ შეძენილი რუსული ნავთობის საშუალო ფასი ტონაზე 947 დოლარი იყო, რუმინული საწვავის საშუალო ფასი კი ტონაზე 1,023 დოლარი.

სტუმარი: ვანო მთვრალაშვილი - "გლობალური სავაჭრო ჯგუფის" გენერალური დირექტორი;


Subscribe to our news

Get the main news of the day