"პატრიოტთა ალიანსი" მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ში პენსია არ უნდა იყოს 220 ლარზე ნაკლები, თუ ადამიანს პენსიაზე გასვლა სურს, მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი 60 წლიდან, ხოლო ქალებისთვის კი 55 წლიდან უნდა იწყებოდეს.
პარტიის წინასაარჩევნო დაპირებების მიხედვით, ახალგაზრდა სპეციალისტებს სახელმწიფომ უნდა მიანიჭოს სახელმწიფო მოხელის მეცხრე რანგი, გარკვეული გამოცდილების შეძენის შემდეგ კი 8,7,6... "ყველაზე გამოცდილ პროფესიონალებს უნდა მიენიჭოთ სახელმწიფო მოხელის პირველი რანგი. მინისტრი უნდა იყო მხოლოდ პირველი რანგის სახელმწიფო მოხელე, ამგვარი მიდგომა გამორიცხავს გამოუცდელი და უცოდინრი ადამიანების დანიშნავს დიდ თანამდებობებზე“, - მიიჩნევენ პატრიაში.
ასევე პარტიის ხედვის მიხედვით, მაკროეკონომიკა ორიენტირებული უნდა იყოს მეცნიერებადტევად ტექნოლოგიებზე.
პატრიის ვებ-გვერდზე განთავსებულ საარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ:
"ჩვენ უნდა ავაღორძნოთ ქართული სუფრის უძველესი ტრადიცია, როდესაც ჩვენ სუფრის დროს სიბრძნის გადაცემას ვახდენდით".
"სახელმწიფომ უნდა შექმნას ფონდი, რომელიც ყოველწლიურად 800 ათას ოჯახს დაეხმარება ბიზნესის ნულიდან დაწყებაში. თუ კაცს აქვს საინტერესო იდეა, ფონდმა უნდა გამოუყოს დაბალპროცენტიანი 8 წლიანი სესხი 20 დან 80 ათას ლარამდე, ყოველგვარი გარანტიის გარეშე. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბუღალტერი, იურისტი, თანამმართველი - უნდა დაეხმაროს ბიზნესს ნულიდან წარმოებაში - დანადგარებისა და ნედლეულის შეძენაში, პროდუქტის გასაღებაში", - მიიჩნევენ პარტიაში.
რუსთავი 2-ის დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოლების საბოლოო შედეგებით, პარლამენტში მხოლოდ 2 პარტია გადის და „პატრიოტთა ალიანსს“ ხმათა 4,3% აქვს, ხოლო TNS-ის მონაცემებით კი 5%.