კარკასული ხის სახლებისა და კოტეჯების მშენებელი კომპანია თბილისში ახალი ქარხნის გახსნის გეგმასთან ერთად ფილიალს ბულგარეთში ხსნის. ქოხი ჯი ბაზარს აფართოვებს და ევროპელ მომხმარებელს სწორედ ბულგარეთიდან მოემსახურება. საზღვრებს მიღმა გაფართოვების გეგმები არც მხოლოდ ამ ერთი ქვეყნით შემოიფარგლება და არც მხოლოდ უკვე დაანონსებულის შესრულებით შემოიფარგლებიან kohi.ge-ის დამფუძნებლები.