„არემჯიში“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც გერმანული კომპანია სერაფილტეკის ინჟინრები ახორციელებენ. პროექტის დასკვნითი ეტაპი, უცხოელი სპეციალისტების მიერ „არემჯი კოპერის“ და „არემჯი გოლდის“ ორ ლოკაციაზე თანამედროვე, წყლის ქიმიური გამწმენდი ნაგებობების მონტაჟს და მათ ექსპლუატაციაში გაშვებას ითვალისწინებს. ქიმიური გამწმენდი ნაგებობის ამუშავების შედეგად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საწარმოო წყლების სრული გაწმენდა მოხდება და მათი შემდგომ მდ.კაზრეთულასა და მდ. მაშავერაში ჩაშვება, რაც მდინარეების დაბინძურებას გამორიცხავს. უახლოეს მომავალში, წყალდაცვითი ღონისძიებების ფარგლებში, მსგავსი ტიპის ქიმიური გამწმენდი ნაგებობა №4 ფუჭი ქანების სანაყაროს ძირში დამონტაჟდება, რაც მდ. ფოლადაურის დაცვას უზრუნველყოფს. 2018 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწერილობის საფუძველზე, „არემჯიმ“ გარემოსდაცვითი პროგრამა შეიმუშავა, რომელიც კომპანიის სალიცენზიო ტერიტორიაზე საწარმოო პროცესების ზემოქმედების შემცირებისა და მათი მაქსიმალურად შერბილების მიზნით, სხვადასხვა გარემოსდაცვითი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას გულისხმობს.
სტუმარი: სანდრო დევიძე - “არემჯის” დირექტორის მოადგილე გარემოსდაცვით საკითხებში.