Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას შეცვლის ე.წ. ტურნიკეტების დამონტაჟება საცობების ქალაქში?

BM.GE
06.10.22 11:19
152
მეტრო სადგურებში „ახმეტელის თეატრი“ და „ვარკეთილი“ ახალი ე.წ. ტურნიკეტები დამონტაჟდება, რაც მგზავრთა გამტარუნარიანობას გაზრდის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

როგორც კალაძემ განმარტა, არსებული 7 გასასვლელის ნაცვლად რეაბილიტაციის შემდეგ რაოდენობა 9-მდე გაიზრდება რაც მგზავრთნაკადის რაოდენობას დაახლოებით 30%-ით გაზრდის. პროექტის განხორციელების სავარაუდო ვადა 5-6 თვეა, გრძელვადიან პერიოდში კი აზიის განვითარების ბანკთან ერთად დაგეგმილია ახმეტელის თეატრის მეორე ჩასასვლელის მოწყობაც.

რას შეცვლის საცობების ქალაქში მერიის ინიციატივები?

სტუმარი: გიორგი ბაბუნაშვილი - ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day