Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას შეუწყობს ხელს ფუტკრის რეგისტრაცია?

BM.GE
14.04.23 11:34
122
ადგილობრივ ბაზარზე თაფლის დეფიციტის გამო საქართველოდან ევროკავშირში თაფლის ექსპორტი შეჩერდა. მაისამდე საქართველოდან ევროპაში თაფლი ვერ გაიგზავნება და ამის მიზეზებს შორის ფერმერი მეწარმეები რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ. მარაგები ამოწურულია და შესაბამისად, ევროპიდან წამოსული მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ ხერხდება.

მწარმოებლები გამოწვევებს შორის და უწყვეტი ექსპორტის შენარჩუნებისათვის აუცილებელ პირობად მეწარმეების და ფუტკრის რეგისტრაციას ასახელებენ. მეფუტკრეების ნაწილს რეგისტრაცია უკვე გავლილიც აქვს. პროცედურა სავალდებულო მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან გახდა. რეგისტრაციის გარეშე იკრძალება ფუტკრის ოჯახების გადაადგილება, ყიდვა-გაყიდვა და პროდუქტის რეალიზაცია. რატომ არის რეგისტრაცია მნიშვნელოვანი და რაში დაეხმარება ფერმერებს FAO-ს იდენტიფიკაცია?


სტუმარი: მიხეილ სოხაძე - FAO-ს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ხელმძღვანელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day