Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას სთავაზობს ბაზარს „ეფ ეი ეს გრუპი”?

BM.GE
31.07.23 10:00
113
კომპანია „ეფ ეი ეს გრუპი“ საბუღალტრო, აუდიტორული, საგადასახადო და იურიდიულ მომსახურებას 100-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიას უწევს და მიუხედავად იმისა რომ იურიდიულად კომპანია სულ რამდენიმე წელს ითვლის, მისი გუნდიც და დამფუძნებელიც ბევრად დიდი ხნის გამოცდილების მქონე პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და ერთობლივად რამდენიმე მიმართულების და პროფილის ბიზნესებს ემსახურებიან. 

საინტერესოა თავად კომპანიის შიდა კორპორაციული სტრუქტურა და დამოკიდებულება. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ წარმატებული ბიზნესის წინაპირობა - კმაყოფილი თანამშრომლებია, ამიტომ "ეფ ეი ეს გრუპი" საკუთარ თანამშრომლებს საშუალო საბაზროზე მაღალ ანაზღაურებას სთავაზობს. ამასთან, ხელმძღვანელობამ მთელი რიგი შეღავათები დანერგა: მოქნილი სამუშაო საათები მცირეწლოვან ბავშვთა მშობლებისთვის, დამატებითი საშვებულებო დღეები ბავშვების ავადმყოფობის შემთხვევაში და სხვა. 

სტუმარი: ნათია სხვიტარიძე - კომპანია „ეფ ეი ეს გრუპის“ დამფუძნებელი;