Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას უნდა მოიცავდეს ბინის ფართი? - ბიზნესი რეგულაციის ცვლილებას ითხოვს

BM.GE
24.03.23 18:26
93
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს მთავრობას სამშენებლო სექტორისთვის საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს. გაერთიანება სახელმწიფოს 41-ე დადგენილებით 1 აპრილიდან ასამოქმედებელი ცვლილებების გადავადებას სთხოვს, რადგან ბიზნესი მზად არ არის. საუბარია ავტომატური ხანძარმქრობი სისტემის მოწყობის ვალდებულებაზე. ასევე კერძო სექტორი კიდევ ერთ ცვლილებას ითხოვს, საუბარია არასასარგებლო ფართად წოდებულ გამყოფ კედელზე, სართულშუა გადახურვაზე, შახტისა და კოლონის საერთო ფართში დაანგარიშებაზე. მათი თქმით, დღეს არსებული პრაქტიკა არასწორია და იწვევს კერძო პირებს შორის უხეშად ჩარევას.

Subscribe to our news

Get the main news of the day