Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას ვვაჭრობთ ყაზახეთთან?

BM.GE
10.01.22 10:28
302
საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვა არც თუ ისე დიდია, 2021 წლის 11 თვეში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მხოლოდ $103 მილიონი დოლარი იყო. აქედან ქართული ექსპორტი - $84.6 მილიონი, იმპორტი კი 18 მილიონი დოლარი იყო. 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ყაზახეთთან დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს და ექსპორტი იმპორტს აღემატება. საქსტატის მონაცემებით, 2013 წლიდან მოყოლებული ყაზახეთში ექსპორტი იმპორტზე მეტი იყო. 

რაც შეეხება უშუალოდ საექსპორტო საქონელს, მასში წამყვან ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია. 2021 წლის 11 თვეში საქართველოდან ყაზახეთში $19.7 მილიონის ავტომობილები გავიდა. 

ნინი ლონგურაშვილი - BMG-ის რეპორტიორი
 



Subscribe to our news

Get the main news of the day