Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას წარმოადგენს სასყიდლიანი ხელშეკრულება? - მთავრობის ახალი ინიციატივა

BM.GE
12.05.23 10:09
168
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით მუშავდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ცალკეული ხელშეკრულების რეგისტრაციისა და მისგან გამომდინარე შეუსრულებელ ვალდებულებაზე ბრძანების გამოცემის გამარტივება მოხდება. 

და აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესაძლებელი გახდება სასყიდლიანი ხელშეკრულების, მათ შორის, იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაცია. მისი სავალდებულო პირობა იქნება მხარეთა შეთანხმება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო, სასამართლოს გარეშე, გამოსცემს აქტებს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინებისა და უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

სტუმარი: ნიკა ნანუაშვილი - BAG-ის იურიდიული დირექტორი

Subscribe to our news

Get the main news of the day