Home
Category
TV Live Menu

რაში დაიხარჯება სამთხო-სათხილამურო კურორტებისთვის გამოყოფილი 111 მილიონი ლარი?

5841282069fcc
სალომე მეცხვარიშვილი
05.12.16 09:50
1436
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი "ბიზნესკონტრაქტთან" იმ პროექტებზე საუბრობს, რომლებიც მომავალ წელს სამთო-სათხილამურო კურორტებზე განხორციელდება. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სამთხო-სათხილამურო კურორტების განვითარებისთვის 111 მილიონი ლარი დაიხარჯება.

სანდრო ონოფრიშვილის განმარტებით, აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი მოცულობა, დაახლოებით 60 მილიონი ლარი, კობი-გუდაურის საბაგიროს მშენებლობას მოხმარდება. საუბარია 7,5 -კილომეტრიან საბაგიროზე, რომლის მშენებლობაც 2017 წელს უნდა დაიწყოს. ონოფრიშვილის თქმით, შესაძლებელია, საბაგირო მომდევნო წელსვე დასრულდეს.

2017 წელსვე დაიწყება ბაკურიანში ხელოვნური ტბის მშენებლობა. პროექტი 2017 წელს დაიწყება, 2018 წელს დასრულდება და მთლიანობაში 25 მილიონი ლარი დაჯდება.

2017 წელს მესტია-ჰაწვალის საბაგიროს მშენებლობისთვის დაიხარჯება 20 მილიონი. პროექტი ამავე წელს დასრულდება.

მთავრობა მომავალ წელს დაიწყებს ბიატლონის ინფრასტრუქტურის მშენებლობასაც, რომელიც 10 მილიონი ლარი დაჯდება - პროექტი 2-3 წლიანია.

მომდევნო წელს დაიწყება ბაკურიანში ტრამპლინის ინფრასტრუქტურის პროექტირება დაიწყება და პროექტი 2019 წელს დასრულდება.

4 მილიონი ლარი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სპეცტექნიკაზე, კონკრეტულად, იგეგმება ყველა კურორტისთვის თოვლსატკეპნი მანქანების შეძენა.

Subscribe to our news

Get the main news of the day