ელექტროენერგიის იმპორტი გაიზარდა. ისედაც საგარეო წყაროებზე დამოკიდებული მოხმარება დეფიციტში კიდევ უფრო დიდი მოცულობით შემოტანილ ენერგიას ენგურჰესის გაჩერების შემდეგ ითხოვს. იანვარ-თებერვალში საქართველომ 827.8 მლნ კვტ / სთ ელექტროენერგია იყიდა. ესკოს მონაცემებით საქართველოსთვის მთავარი მომწოდებლები რუსეთი და აზერბაიჯანია. წილობრივად გასულ წელს მაგალითად უფრო მეტი ელექტროენერგია აზრბაიჯანიდან გვაქვს შემოტანილი რისი მიზეზიც ის ტარიფები იყო რომელსაც ქართულ მხარეს მომწოდებლები სთავაზობდნენ, თუმცა ზუსტი და სრული მონაცემები როდის რა ფასად ვყიდულობთ ელექტროენერგიას ხელმისაწვდომი არ არის.