Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ არის მნიშვნელოვანი კიბერუსაფრთხოება?

BM.GE
25.10.21 13:12
348
შეიტანე წვლილი. #იყავი კიბერფრთხილი - საქართველო კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეს აღნიშნავს. ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი წელს საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და პირველად, კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს.

კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე, მსოფლიო მასშტაბით, ოქტომბერში აღინიშნება. წლევანდელი სლოგანია - შეიტანე წვლილი. #იყავი კიბერფრთხილი. კიბერდავდასხმები რამდენად მნიშვნელოვანი საფრთხეა დღევანდელ სამყაროში და რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია თითოეული ადამიანისათვის ინდივიდუალურად თუ კომპანიებისთვის?

სტუმრები: გიორგი კეპულაძე - "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე;
ანდრო გოცირიძე - "კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო ცენტრის" დამფუძნებელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day