სინამდვილეში რა მივიღეთ, მობილობა არ შემცირებულა, იმიტომ რომ კერძო სექტორი არ ისვენებს რაც ბუნებრივია, სრულიად უმიზეზოდ რატომ უნდა გაჩერდეს რომელიმე ბიზნესი კიდევ დამატებით 2 კვირით. ისვენებენ მხოლოდ საჯარო სამსახურები, რომლებიც სხვათა შორის ამ კერძო სქტორში დასაქმებულების შრომით იღებენ ხელფასებს და ამ დასაქმებულებს ვისი ნამუშევრდანაც საჯარო მოხელეების ხელაფსები გაიცემა სამსახურებში მისასვლელად ტრანსპორტის არ არსებობსი გამო კიდევ უფრო მეტს ხარჯავენ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება მცირე და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის რიგ შემთხვევებში შემოსავლის წყაროს საერთოდ გადაკეტვას ნიშნავს.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის მიმართვა გაჩნდა, რომელშიც ის მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს და დეფიციტს იმით ხსნის რომ მისი თქმით, ქვეყანაში სისხლის დეფიციტია და ის პირები, ვინც სისხლის დონაციას ეწეოდნენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის გამო სისხლის ბანკებში მისხვლას ვეღარ ახერხებენ, რამაც კრიზისი შექმნა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება სინამდვილეში მართლა მნოშნელოვანი პრობლემაა და სახელმწიფოს მხრიდან სოციალური უთანასწორობის კიდევ უფრო წახალისება.