Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ არის საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი?

BM.GE
01.11.22 13:07
147
ქართული სტარტაპებისთვის, რომელსაც გლობალურ ან რეგიონულ ბაზარზე მასშტაბირების პოტენციალი აქვს, Isari Ventures 5 მილიონი დოლარის სარისკო კაპიტალის ფონდს აამოქმედებს. საქართველოში Isari Ventures ოფიციალურად დაფუძნდა, როგორც პოლსენის ოჯახის ევროპული საინვესტიციო ჰოლდინგი. Isari Ventures-ი ძირითადად ვენჩურული დაფინანსების გაცემაზე იქნება ფოკუსირებული. Isari Ventures- მა რამდენიმე სტარტაპში ინვესტიცია უკვე განახორციელა, მათ შორის უახლესი ინვესტიციებია PHUBBER- მოდასთან დაკავშირებული ონლაინ საცალო ვაჭრობის მდგრადობაზე ორიენტირებული პლატფორმა, OMOFOX - ციფრული სატვირთო ექსპედიტორი და KERNEL - ციფრული აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფა SMB-თვის. Isari Venture-ს ეძებს ისეთ ინოვაციურ გადაწყვეტებს, რომელთაც აქვს პოტენციალი, რადიკალურად გააუმჯობესონ შესაბამისი ინდუსტრიული სექტორები გლობალური ან რეგიონული მასშტაბით. 

Isari Ventures-ი სტარტაპებს ფინანსურ და სტრატეგიულ დახმარებას გაუწევს, რაც ნიშნავს, რომ Isari-ის რესურსების გამოყენება, დამატებითი მხარდაჭერა იქნება ქართველ მეწარმეთა სწრაფად მზარდი ეკოსისტემისთვის და ხელს შეუწყობს პერსპექტიული ინოვაციების განვითარებას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. 

როგორია ქართული სტარტაპ ეკოსისტემა, რამდენად ინტერესდებიან ვენჩურული ფონდები თუ ცნობილი ანგელოზი ინვესტორები ჩვენი სტარტაპებით და რატომ ღირს ფულის დაბანდება ქართულ სტარტაპში? 

სტუმარი: დავით ჩეჩელაშვილი - Isari ventures-ს საქართველოს წარმომადგენლობა;


Subscribe to our news

Get the main news of the day