Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ დარჩა მოსახლეობის 60% ელექტროენერგიის გარეშე?

BM.GE
17.03.21 14:44
553
საქართველოს მასშტაბით გუშინ ელექტროენერგია მოსახლეობის 60% გაეთიშა. სახელმწიფო ელექტროსისტემა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზად საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვა დასახელდა. რის გამოც თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს. ინფორმაციისთვის, 2021 წლის თებერვალში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 32%-ით გაიზარდა და 414 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა. იმპორტის ზრდის მთავარი მიზეზი ქვეყნის უმსხვილესი ჰესის “ენგურჰესის" სარეაბილიტაციოდ გაჩერებაა. ამ თემაზე კომენტარი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიქოვანმაც, გააკეთა.


სტუმარი: მარიამ ჩახვაშვილი - Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი

Subscribe to our news

Get the main news of the day