Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ ძვირდება საწვავი? - ვანო მთვრალაშვილი

BM.GE
13.05.21 12:35
533
მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასი ამჟამად ერთ ბარელზე $64 დოლარს შეადგენს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მისი ღირებულება 7.9%-ით გაიზარდა, 6-თვიან ჭრილში კი ფასის ზრდა 55%-ია.

გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდასთან ერთად, საწვავის ფასი იზრდება ქართულ ბაზარზეც, რაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მატებასთან ერთად ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაძვირებას ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაც იწვევს.

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში საწვავის ფასი რამდენიმე ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე 3 ლარს გადასცდა. საუბარია ეკოსუპერის ტიპის საწვავზე, რომელიც ზოგიერთ სადგურებზე 3.02 ლარი ღირს, ზოგგან ფასი - 3.10 ლარია. რეგულარის მარკის საწვავის ღირებულება კი თითქმის 2.80 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე ბოლო 6 თვის განმავლობაში საწვავის ღირებულება 29.8%-ით გაიზარდა.

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოში საწვავის ღირებულება მინიმალური 2020 წლის ივნისში იყო, როდესაც რეგულარის მარკის საწვავი 1.79 ლარი ღირდა. ასეთი დაბალი ფასი აღნიშნულ პერიოდში ნავთობის რეკორდულად შემცირებული ფასებით იყო განპირობებული, რადგან ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება $35 დოლარამდე იყო. ამასთანავე, ამ პერიოდში ერთი დოლარის ღირებულება 3.06 ლარს შეადგენდა, რაც თავის მხრივ საწვავის ფასზე ახდენდა გავლენას.

სტუმარი: ვანო მთვრალაშვილი - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე.
SHOW LESS
 




Subscribe to our news

Get the main news of the day