რატომ ფერხდება სანდრო ეულის ქუჩაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა?
BM.GE
29.04.22 19:07
• 381
სანდრო ეულის 7 ნომერში მოსახლეობა 22 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. საუბარია 15-20 მილიონ ამერიკულ დოლარამდე ინვესტიციაზე, რომელიც ბიზნესსა და მოსახლეობას შორის არსებული შეუთანხმებლობის გამო ფერხდება. მოსახლეობა გასულ წელს გაცემული სამშენებლო ნებართვის ბათილად ცნობას ითხოვს, რადგან მათი თქმით, მომიჯნავე კორპუსებს სამშენებლო სამუშაოები საფრთხეს უქმნის. მეორე მხრივ კომპანია გრინლენდში აცხადებენ, რომ ადგილზე ყველანაირი კვლევა ჩატარებულია და სამუშაოების განხორციელება უსაფრთხოა.