2023 წლის 1-ლი კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი 8.4 პუნქტით გაიზარდა და 20.1-ს გაუტოლდა. ამის შესახებ მონაცემებს „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს. bm.ge-სთან ბიზნესის თითქმის ყველა სექტორის წარმომადგენელი აცხადებს, რომ პანდემიის შემდგომ ვითარება რადიკალურად შეცვლილია. ამ თემაზე მუშაობისას სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენელს ვკითხეთ, განწყობის ინდექსის ზრდა მათ შემთხვევაში რამ გამოიწვია?