Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ გაიზარდა დსთ-ში ექსპორტი?

BM.GE
21.03.23 12:36
80
საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიშის მიხედვით, იანვარ-თებერვალში საქართველოდან უცხოეთში 915 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 20.3%-ით მეტია. მკვეთრად შეიცვალა საექსპორტო გეოგრაფია - იანვარ-თებერვალში 532 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა დსთ-ს ქვეყნებში, რაც მთლიანი ექსპორტის 58%-ის ტოლია და წინა წელთან შედარებით $202 მილიონით მეტია. ამასთანავე, შემცირებულია ექსპორტი ევროკავშირში, რამაც 115 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს მთლიანი ექსპორტის 12.6%-ია, მაშინ როდესაც ევროკავშირზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის 21% მოდიოდა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დსთ-ს წილი საქართველოს ექსპორტში არასოდეს ყოფილა ასეთი მაღალი. რამ განაპირობა ექსპორტში დსთ-ს წილის ზრდა?

სტუმარი: გიორგი გუდაბანძე - ექსპორტის განვითარების ასოციაციის დირექტორი.

Subscribe to our news

Get the main news of the day