Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა?

BM.GE
30.09.21 13:41
296
საქართველოში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ბოლო 2თვეში რეკორდულად - 67,266 ადამიანით გაიზარდა, რაც ასეთ მოკლე პერიოდში ყველაზე მაღალი ზრდაა. 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საარსებო შემწეობის ბენეფიციართა სიაში 622,923 მოქალაქე იყო, რაც მთლიანად საქართველოს მოსახლეობის 16.7%-ია. შედარებისთვის, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში საარსებო შემწეობაზე 129,835 ადამიანით ნაკლები იყო დამოკიდებული.

სტატისტიკის თანახმად, 2021 წლის აგვისტოში სოციალურად დაუცველებზე 42,482,172 ლარის კომპენსაცია გაიცა, რაც თითოეულ სოციალურად დაუცველზე თვეში 68 ლარის კომპენსაციას შეადგენს.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სიღარიბის ზრდა ბევრად უფრო მწვავეა რეგიონებში, სადაც მოწყვლადი მოსახლეობის რაოდენობამ 3.8 პროცენტული პუნქტით იმატა და 27.5% გახდა. ქალაქებში კი სიღარიბის აბსოლუტური სიღარიბე 0.7 პროცენტული პუნქტით 17.1%-მდე გაიზარდა.

რატომ გაიზარდა კონკრეტულად წინასაარჩევნო პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ასე მკვეთრად და შეიძლება თუ არა ეს უკავშირდებოდეს ქვეყანაში მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს?

სტუმარი: გია კაკაჩია - პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის წარმომადგენელი;




Subscribe to our news

Get the main news of the day