რატომ იწონებს რუსეთში ამდენი ადამიანი, კრემლის პროპაგანდას? ექსპერტები განმარტავენ, რომ მოქალაქეებს ურჩევნია სჯეროდეთ, რომ მათი ქვეყანა კარგია და არავის უნდა აღიაროს, რომ რაღაც ფუნდამენტურად შესაცვლელია, ამიტომაც ადამიანები ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრობენ, სადაც ვრცელდება ინფორმაცია რომ რუსულ ჯარს არც დანაკარგები აქვს, არც მსხვერპლს ითვლიან და მითუმეტეს არც სისასტიკეს ჩადიან. ასე რომ, თუკი მხოლოდ რუსულ მედიას დავეყრდნობით, მოქალაქეებს ყველა მიზეზი აქვთ, იმისათვის, რომ იამაყონ საკუთარი ქვეყნითა და ხელისუფლებით, თუმცა ვინც განსხვავებულ და კრიტიკულ აზრს გამოხატავს, ხელისუფლებას არც მისი გაჩუმება უჭირს.