Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ შეაჩერა მთავრობამ სურსათის ფასების რეგულირების კანონის მიღება?

BM.GE
06.07.23 11:52
53
პრემიერ-მინისტრის მოწოდებიდან 7 თვის თავზე გაირკვა, რომ სურსათის ფასების რეგულირების შესახებ კანონის მიღების საკითხი დროებით დაპაუზებულია. ინფორმაცია, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც დაადასტურა, რომელიც ამბობს, რომ კანონპროექტის მიღება აქტუალური აღარ არის, ძირითადი საკითხები კი რომლებიც კონკურენციასთან დაკავშირებით არსებობს, უშუალოდ მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებებით დარეგულირებულია.  

სურსათის ფასების დარეგულირების მიზნით ეკონომიკის სამინისტროს ახალი კანონპროექტის შემუშავება პრემიერ-მინისტრმა მიმდინარე წლის თებერვალში დაავალა. ირაკლი ღარიბაშვილმა რიტეილ სექტორში არსებულ საგადასახადო წესების შესახებ მაშინ აღნიშნა, რომ მთავრობაში ამ საკითხთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები არსებობს და ბიზნესთან შეხვედრები საკითხის გადაწყვეტამდე გაგრძელდებოდა. მთავრობის მეთაურმა ისიც აღნიშნა, რომ ბიზნესის საქმიანობაში სახელმწიფოს უხეში ჩარევა მისი ხელწერა არ არის, ამიტომ მთავრობამ სურსათზე ფასების შემცირება ევროდირექტივაზე დაფუძნებული კანონპროექტით გადაწყვიტა. საკითხის შესასწავლად შეიქმნა სამუშაო ჯგუფიც, რომელმაც კანონპროექტი შეიმუშავა.

რატომ დაკარგა კანონპროექტმა აქტუალობა და როგორ დასრულდა ბიზნესთან კონსულტაციები?

სტუმარი: მირანდა მანჯგალაძე - რითეილ ექსპერტი;

Subscribe to our news

Get the main news of the day