Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ უნდა ავიცრათ ბუსტერით?

BM.GE
09.12.21 12:21
341
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის ბრძანების საფუძველზე საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა, 6-დან 5 თვემდე შემცირდა. უწყების ცნობით, ფაიზერის ბუსტერდოზის გაკეთება შესაძლებელია ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით, რაც მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან აითვლება.

სინოვაკითა და სინოფარმით აცრილთათვის კი ბუსტერდოზა შესაძლებელია გაკეთდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით. ბუსტერდოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა. საქართველოში აცრა სინოფარმის, სინოვაკის და ფაიზერის ვაქცინებითაა შესაძლებელი. ფაიზერით ვაქცინაცია დასაშვებია 12 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის. რომელი ვაქცინა რა პერიოდულობით გვიცავს და რატომ შემცირდა ვადები?

სტუმარი: ივანე ჩხაიძე - მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day