Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ უნდა შემცირდეს თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მაქსიმალური სიჩქარე 30-40 კმ/სთ-მდე?

BM.GE
16.02.23 11:16
111
დედაქალაქში უსაფრთხო გადაადგილების მიზნით ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ნაწილი თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მაქსიმალური სიჩქარის 30-40 კმ/სთ-ით განსაზღვრას და პარალელურად ორივე სანაპიროზე დაშვებული სიჩქარის (70 კმ/სთ) ლიმიტის შემცირებას ითხოვს. ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ფიქრობენ, რომ უმნიშვნელოვანესია სიჩქარის ლიმიტების შემცირება ქალაქში, განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებსა და სკოლის ზონებში. 

მეორეს მხრივ კი თემაზე მომუშავე რესპონდენტების ნაწილი აქცენტს გზების გამტარუნარიანობაზე აკეთებს და აცხადებენ, რომ თუკი ახალი ინიციატივა ძალაში შევა შესაძლოა, ამან არა მხოლოდ საცობებზე იმოქმედოს უარყოფითად, არამედ ჰაერის ხარისხიც მკვეთრად გააუარესოს. 

რამდენად რეალურია ინიციატივის კანონად ქცევა და რა ეფექტი შეიძლება მას მოჰყვეს? 

სტუმარი: ირაკლი იზორია - "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” დირექტორი;


Subscribe to our news

Get the main news of the day