Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ ვაშენებთ საბჭოური სტანდარტებით და რატომ არ მოქმედებს ე.წ ევროკოდები

BM.GE
25.10.21 23:26
614
სამშენებლო სექტორი და პროფესიული წრეები ქვეყანაში მოქმედი საბჭოური სამშენებლო სტანდარტების შეცვლას და ევროპულ სტანდარტებზე გადასვლის პროცესის დაჩქარებას ითხოვენ. ქვეყანას უკვე აქვს სამშენებლო კოდექსი, რომელშიც გაწერილია წლების მიხედვით რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, მათ შორის აღნიშნული კოდექსი გვთავაზობს ევროპულ სტანდარტზე გადასვლის გეგმას. ე.წ ევროკოდები ქვეყანას უკვე ნათარგმნი და აღიარებული აქვს, თუმცა მას თან უნდა ახლდეს ეროვნული დანართები, რაზეც მუშაობა ეკონომიკის სამინისტროს დასრულებული არ აქვს. შესაბამისად უცნობია სამოქმედო გეგმა, როდის, რას აპირებს და რას უნდა ელოდოს კერძო სექტორი მთავრობისგან. რა სტანდარტებით ვაშენებთ დღეს, რატომ არის მნიშვნელოვანი ევროკოდების არსებობა და რა პრობლემაზე საუბრობენ სპეციალისტები?

Subscribe to our news

Get the main news of the day